60 წელი ტრიუმფიდან - როგორ დაამარცხა „დინამომ“ „რეალი“ ჩემპიონთა თასის ფინალში #1TVSPORT
60 წელი ტრიუმფიდან - როგორ დაამარცხა „დინამომ“ „რეალი“ ჩემპიონთა თასის ფინალში #1TVSPORT

დღევანდელი დღე ქართული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. 60 წელი გავიდა „დინამო თბილისის“ საკალათბურთო გუნდის უდიდესი გამარჯვებიდან. 1962 წლის 29 ივნისს დინამოელებმა ფიბა-ს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს და ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტიტულს დაეუფლნენ.

თბილისელებმა ფინალამდე ჯერ ბუქარესტის „სტიაუას“ აჯობეს (77:76, 82:77), მეოთხედფინალში თურქული „დარუშაფაკა“ (80:67, 84:49) დაჯაბნეს, ნახევარფინალში კი მოსკოვის ცსკა- ს (75:71, 77:66) მოუგეს. მადრიდელებმა პირველ წრეში „კასაბლანკა“ მარტივად (84:46, 82:38) ჩამოიტოვეს გზიდან, შემდეგ იტალიურ „ვარეზეს“ (80:82, 83:62) მოუგეს. მეთხედფინალში „რეალმა“ პოლონური ლეგია (62:73, 100:71) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ესპანელებმა სლოვენიის „ოლიმპიას“ (91:105, 69:53) დაძაბულ მატჩებში აჯობეს.

ფიბა ევროპის ჩემპიონთა თასი, ფინალი, 1962 წლის 29 ივნისი, ჟენევა, შვეიცარია. 5000 მაყურებელი.


დინამო 90:83 რეალი


დინამო: ლევან მოსეშვილი (3ქ), გურამ მინაშვილი (9), ილარიონ ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია (0), ვალერი ალთაბაევი (17), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი (0)

მთავარი მწვრთნელი: ოთარ ქორქია

რეალი: მანუელ საინსი (4), ხოსე ლუისი (5), ანტონიო პალერმო (0), ემილიანო როდრიგესი (21), კარლოს სევილიანო (11), უეინ ჰაიტაუერი (აშშ) (30), სტენ მორისონი (აშშ) (12), ლორენცო ალოკენი (0), პედრო ლოპი (0), ხოსე–რამონ დურანი (0), ხულიო დესკარტინი (0),

მთავარი მწვრთნელი: პედრო ფერანდისი

მსაჯები: ერვინ კაშაი (უნგრეთი), როჯერ უებერი (შვეიცარია)