6 ივნისს საქართველოში მესამედ ჩატარდება Red Bull Car Park Drift. საქართველოს შესარჩევის გამარჯვებულს „დრიფტის მეფის“ ტიტული და 2021 წელს ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში მონაწილეობა ერგება.
Red Bull Car Park Drift-ს განსხვავებული ფორმატი აქვს. მონაწილეებს საკუთარი უნარებისა და მართვის ტექნიკის გამოსავლენად სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ. მათთვის წინასწარ ცნობილია ელემენტები, თუმცა ტრეკის მონახაზი შესარჩევის დღემდე საიდუმლოდ რჩება.
დრიფტის ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სრულწლოვან, პროფესიონალ და მოყვარულ დრიფტერებს, რომლებიც ფლობენ მართვის მოწმობას ან ავტოფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას.
Red Bull Car Park Drift პირველად საქართველოში 2019 წელს ჩატარდა. შესარჩევი გაიმართა იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე. დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ვახტანგ ხურციძემ, რომელიც იმავე წელს მსოფლიო ფინალზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
2020 წელს საქართველოს შესარჩევი რუსთავის საერთაშორისო ავტოსადგომზე გაიმართა. გაიმარჯვა ნოდო კოდუამ, რომელმაც ქულათა უპირატესობით აჯობა თავის მასწავლებელ მევლუდ მელაძეს. მესამე ადგილი ერგო დავით ნუცუბიძეს. ნოდო კოდუა 2021 წელს მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას
Red Bull Car Park Drift-ის გამარჯვებულის ფინალზე გამგზავრების ხარჯებსფარავს კომპანია „რედ ბული“.