„ლილო არენაზე“ King of drift -ის ფინალური ეტაპი გაიმართა - საქართველო დრიფტში მსოფლიო თასის ეტაპის მასპინძლობას გეგმავს #1TVSPORT
„ლილო არენაზე“ King of drift -ის ფინალური ეტაპი გაიმართა - საქართველო დრიფტში მსოფლიო თასის ეტაპის მასპინძლობას გეგმავს #1TVSPORT

„ლილო არენაზე“ დრიფტში King of Drift-ის 2022 წლის მეხუთე, ფინალური ეტაპი გაიმართა. ეს რბოლა ქართულ ავტოსპორტში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ შეჯიბრებად ჩამოყალიბდა და ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევდა. ტურნირში მონაწილეობდნენ დრიფტერები ჩვენი რეგიონიდან – ფინალურ ეტაპზე „დრიფტის მეფის“ ტიტულის მოპოვებას 9 სომხური, 12 აზერბაიჯანული, 2 თურქული ეკიპაჟი ცდილობდა. „ლილო არენაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა აზარტული ორთაბრძოლები იხილა.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, სანდრო ლომაძის თქმით, სამომავლოდ საქართველოს მსოფლიო თასის ეტაპის მასპინძლობა სურს.

„ეს ტურნირი საერთაშორისო გახდა, რადგან საქართველომ დრიფტში ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შევედით. ვაპირებთ, რომ უახლოეს პერიოდში მსოფლიო თასის ეტაპის მასპინძლობისთვის ვიბრძოლოთ“ – ამბობს სანდრო ლომაძე.