„ტამპას” თავდამსხმელმა ნიკიტა კუჩეროვმა განაცხადა, რომ ცდილობს ფული ჭკვიანურად მოიხმაროს. „მე მშვენივრად ვცხოვრობ ტამპაში“, – უთხრა კუჩეროვმა ინტერვიუში NHL.com-ს. – „აქ ჩემი სახლია, მინდა ვიცხოვრო აქ და ვითამაშო იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც სასარგებლო ვიქნები. დიდად არ ვფიქრობ ფულზე და ბევრაც არ ვხარჯავ. ვცდილობ, ჭკვიანურად მოვიხმარო ფული. ვინახავ ბანკში, ვაკეთებ რაღაც ინვესტიციებს. ფული ჩემთვის პირველ რიგში არის ზრუნვა ჩემს ოჯახზე. მინდა კარგი ცხოვრება გარანტირებული ჰქონდეთ ჩემს შვილებს და შვილიშვილებსაც. საკმარისია მაგალითები, რაც მოსდით კალათბურთელებს და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებს, რომელთაც ჰქონდათ ძალიან მაგარი კონტრაქტები, ხოლო შემდეგ დაკარგეს ყველაფერი”.
შეგახსენებთ, რომ კუჩეროვმა 2018 წლის 10 ივლისს მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომელიც ტამპაში თამაშის 8 წელს ითვალისწინებს .