საფრანგეთი დევისის თასის ფინალშია
საფრანგეთი დევისის თასის ფინალშია

დევისის თასის მოქმედი მფლობელი საფრანგეთის ნაკრები ისევ ფინალშია.

საფრანგეთის ქალაქ ლილში გამართულ ნახევარფინალში მასპინძლებმა ესპანელებს 3-0 მოუგეს და მორიგ ჩემპიონობას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ.  ჟულიენ ბენეტომ და ნიკოლა მაუმ მარსელ გრანოლიერსი და ფელისიანო ლოპესი 6-0, 6-4, 7-6 (9-7) დაამარცხეს და ფინალში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბენეტო ამერიკის ღია პირველობის დასრულებისთანავე წავიდა ჩოგბურთიდან, თუმცა დაბრუნდა, რათა თავის გუნდს დევისის თასზე დახმარებოდა.

რაც შეეხება მეორე წყვილს, აქ ხორვატია იგებს (2-1) და ფინალში გასასვლელად ბალკანელებს ერთი გამარჯვება დარჩათ.

წლევანდელი დევისის თასის ფინალი 23-25 ნოემბერს გაიმართება.