სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა რიდიკ ბოუმ 52 წლის ასაკში კარიერის განახლების შესახებ გამოაცხადა. მან ბრძოლაში გამოიწვია მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი.
„ეს ოფიციალურია. მოდით, ვიჩხუბოთ, მაიკ ან ევანდერ. მზად ვარ ნებისმიერის წინააღმდეგ გავიდე რინგზე, თუნდაც ეს იყოს ვლადიმირ კლიჩკო ან ტაისონ ფიური. ასევე ღია ვარ ენტონი ჯოშუასთან ან დეონტეი უაილდერთან ბრძოლის ვარიანტებში“, – მოჰყავს ბოუს სიტყვები გაზეთ „სანს“.
რიდის ბოუ სეულის 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. პროფესიულ კარიერაში მას 44 ბრძოლიდან 43 მოგება აქვს. ერთადერთი მარცხი ამერიკელმა 1993 წლის ნოემბერში ევანდერ ჰოლიფილდისგან იწვნია.
2010 წელს, გამოცემა BoxingScene-მა ბოუ ისტორიაში უდიადეს მძიმეწონოსნებს შორის 21-ე ადგილზე დააყენა. 2015 წელს, ის კრივის დიდების საერთაშორისო დარბაზში შეიყვანეს.