40 დღის განმავლობაში პირველად, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200 ათასზე ნაკლებია
40 დღის განმავლობაში პირველად, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200 ათასზე ნაკლებია

პირველად ბოლო 40 დღის განმავლობაში, ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200 ათასზე ნაკლებია.

კერძოდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 196 427 შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 260 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 26 948 000 შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 307 231 შეადგინა.