3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბელარუსი დაამარცხა
3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბელარუსი დაამარცხა

3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს პირველი მეტოქე ბელარუსის გუნდი იყო, რომელიც ანგარიშით 21:16 დაამარცხა. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები დღესვე, 4 ივნისს, 15:50 საათზე გამართავს აშშ-ის გუნდთან. თამაშის ლაივ სტრიმის ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრები: ლაშა მიქელაძე, ნიკა ნიკოლაიშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი, ირაკლი სულხანიშვილი.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია