„ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯუზეპე იაკინიმ გამოაცხადა ფრანგი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის მწყობრში ჩადგომის შესახებ.
„ის სხვა ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს და მალე დაუბრუნდება საუკეთესო კონდიციებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს. იმის გამო, რომ თამაშების გრაფიკი დაძაბული იქნება, ის კი სერიოზული ტრავმის შემდეგ გვიბრუნდება, ყველაფრის კარგად მოფიქრება მოგვიწევს. ჩვენ სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა ვიმუშაოთ მის მოედანზე დასაბრუნებლად“, – თქვა იაკინიმა.
37 წლის რიბერიმ სერია A-ში ბოლო მატჩი 30 ნოემბერს ჩაატარა „ლეჩეს“ წინააღმდეგ. დეკემბერში ფეხბურთელმა ფეხზე ოპერაცია გადაიტანა. ამ სეზონში მან მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.