37 წლის დანი ალვეში ბრაზილიის ჩემპიონატის ლიდერია ზუსტი პასებით
37 წლის დანი ალვეში ბრაზილიის ჩემპიონატის ლიდერია ზუსტი პასებით

„სან პაულუს“ ვეტერანი ფეხბურთელი დანი ალვეში ბრაზილიის ჩემპიონატის ლიდერია თამაშში ზუსტი პასების რაოდენობით – 73.2.

„ბარსელონას“ 37 წლის ყოფილი მცველის საშუალო შეფასება სეზონში – 7.38 ქულას შეადგენს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია „სან პაულუს“ მოთამაშეებს შორის და მეხუთე მთლიანად ჩემპიონატში.

დანი ალვეში „ბარსელონაში“ 2008-16 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან ექვსჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ოთხჯერ – ესპანეთის თასი, ოთხჯერ – ესპანეთის სუპერთასი, სამჯერ – ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ – უეფას სუპერთასი და სამჯერ – კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.