36 წლის სუარესმა ბრაზილიის ჩემპიონატის „ოქროს ბურთი“ მიიღო #1TVSPORT
ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა „ოქროს ბურთი“ მოიგო, როგორც ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა.
36 წლის თავდამსხმელი ჩემპიონატის ლიდერი გახდა საგოლე მოქმედებებით (28) და შედეგიანი გადაცემებით (11), აგრეთვე 17 გოლით მეორე ადგილზე გავიდა ბომბარდირთა სიაში.
სუარესმა „გრემიოს“ რიგებში 33 მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.
საზეიმო ცერემონიაზე სუარესს „ოქროს ბურთი“ გადასცა დიეგო ლუგანომ, რომელიც ფორვარდთან ერთად ურუგვაის ნაკრებში თამაშობდა.
სეზონის დასრულების შემდეგ სუარესი ტოვებს ბრაზილიას. წერენ, რომ ის, შესაძლოა, „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს, სადაც „ბარსელონაში“ მისი ყოფილი თანაგუნდელი – ლიონელ მესი თამაშობს.