Freedom House 5%-იანი ბარიერის გადასალახად საქართველოში პარტიული ბლოკების ჩამოყალიბების აკრძალვას უარყოფითად აფასებს
Freedom House 5%-იანი ბარიერის გადასალახად საქართველოში პარტიული ბლოკების ჩამოყალიბების აკრძალვას უარყოფითად აფასებს

გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშში საქართველოში არსებული პოლიტიკური პლურალიზმია შეფასებული. Freedom House 5%-იანი ბარიერის გადასალახად საქართველოში პარტიული ბლოკების ჩამოყალიბების აკრძალვას უარყოფითად აფასებს.

„2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში, დამოუკიდებელ კანდიდატებს მნიშვნელოვნად მცირე დრო ჰქონდათ ხელმოწერების შესაგროვებლად, რათა რეგისტრაციის უფლება მოეპოვებინათ, ვიდრე პარტიულ კანდიდატებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები მცირე პარტიებს, 5-პროცენტიანი ბარიერის გადასალახად პარტიული ბლოკების ჩამოყალიბებას უკრძალავს.

„ასეთი შეზღუდვა ისედაც ფრაგმენტულად წარმოდგენილ საპარლამენტო ოპოზიციას კიდევ უფრო ასუსტებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.