23 წლის ასაკში, მოურინიომ თანაგუნდელი ცეცხლმოდებული მანქანიდან ამოიყვანა
ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს, თანაგუნდელი სიკვდილს გადაარჩინა.
1986 წელს, 23 წლის პორტუგალიელი „კომერსიო ი ინდუსტრიაში“ თამაშობდა. მისი თანაგუნდელი დე ვარჯიშზე ავტომობილით მივიდა, რომელიც გაჩერებისთანავე აალდა. მოურინიო მანქანასთან მივარდა და თანაგუნდელი იქიდან ამოიყვანა.
„მან მე სიკვდილს გადამარჩინა“, – მოჰყავს დეს სიტყვები გაზეთ „სანს“.
„კომერსიო ი ინდუსტრია“ მოურინიოს მოთამაშის კარიერაში ბოლო კლუბი იყო. მან 1987 წელს თამაში დაასრულა და მწვრთნელი გახდა.