23 წლის ასაკში, მოურინიომ თანაგუნდელი ცეცხლმოდებული მანქანიდან ამოიყვანა

11:53, 22.04.2020

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს, თანაგუნდელი სიკვდილს გადაარჩინა.

1986 წელს, 23 წლის პორტუგალიელი „კომერსიო ი ინდუსტრიაში“ თამაშობდა. მისი თანაგუნდელი დე ვარჯიშზე ავტომობილით მივიდა, რომელიც გაჩერებისთანავე აალდა. მოურინიო მანქანასთან მივარდა და თანაგუნდელი იქიდან ამოიყვანა.

„მან მე სიკვდილს გადამარჩინა“, – მოჰყავს დეს სიტყვები გაზეთ „სანს“.

კომერსიო ი ინდუსტრია“ მოურინიოს მოთამაშის კარიერაში ბოლო კლუბი იყო. მან 1987 წელს თამაში დაასრულა და მწვრთნელი გახდა.

მსგავსი