23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში: 60, 67, 72, 82 და 97კგ გამოვლინდებიან.
საქართველოს სახელით მედლებისთვის იბრძოლებენ :
60 კგ – რომეო ბერიძე
67 კგ – დიეგო ჩხიკვაძე
72 კგ – ოთარ აბულაძე
82 კგ – საბა მამალაძე
97 კგ – ლაშა ტვილდიანი
საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები კი 18:45 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.