ჭიდაობა | თოხაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ჭიდაობა | თოხაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ. მეორე საშეჯიბრო დღეს ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი ხუთი ქართველი სპორტსმენიდან ორი ფალავანი – გიორგი თოხაძე (55 კგ) და ხვიჩა ანანიძე (77 კგ) ფინალურ ბლოკში იჭიდავებენ. თოხაძე ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება, ანანიძე კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

გუშინ მსოფლიო პირველობაზე წარმატებულად იასპარეზა რომეო ბერიძემ (60 კგ) და ფინალურ ბლოკში გადავიდა. ქართველმა სამი შეხვედრა მოიგო და 28 ოქტომბერს ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ანვარ ალახიაროვს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.