ჭიდაობა | 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე რომეო ბერიძე ვერცხლის მედალს დაეუფლა #1TVSPORT
ჭიდაობა | 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე რომეო ბერიძე ვერცხლის მედალს დაეუფლა #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რომეო ბერიძე (60 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი მოჭიდავე ფინალში რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული გუნდის წევრთან, ანვარ ალახიაროვთან დამარცხდა.

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს ქართველი ფალავნები – გიორგი თოხაძე (55 კგ) და ხვიჩა ანანიძე (77 კგ) ფინალურ ბლოკში იჭიდავებენ. თოხაძე მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება, ანანიძე კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.