ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გიორგი ჩხიკვაძემ - ოქროს, დიეგო ჩხიკვაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გიორგი ჩხიკვაძემ - ოქროს, დიეგო ჩხიკვაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი ჩხიკვაძემ (72კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა თურქი, უნგრელი, ბულგარელი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ფინალში ლიეტუველ სავიცკასს სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

კონტინენტის პირველობაზე დღეს ბრინჯაოს მედალს დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) დაეუფლა, რომელმაც ბულგარელი მეტოქე 9:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს შეჯიბრებაზე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ორი დღის წინ სამი მედალი უკვე მოიპოვეს. გიორგი თოხაძე (55 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა, აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) – ვერცხლის, გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.