ჭიდაობა | ხვიჩა ანანიძის ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა #1TVSPORT
ჭიდაობა | ხვიჩა ანანიძის ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხვიჩა ანანიძემ (77 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა.

დღესვე ქართველი ფალავანი გიორგი თოხაძე (55 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – მან ფინალურ დაპირისპირებაში ყაზახი იშხან ყურბაიევი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ოქროს მედალი მოუპოვა. 28 ოქტომბერს შეჯიბრზე რომეო ბერიძე (60 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.