23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ

4-10 მარტს, სერბეთის ქალაქი ნოვი სადი ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, პირველები ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან, რომლებიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ათივე წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:

55 კგ – ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ – ლევან ქავჟრაძე (ოზურგეთი)
67 კგ – გიორგი კურტანიძე (გარდაბანი)
72 კგ – რამაზ ზოიძე (აჭარა)
77 კგ – ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
82 კგ – აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
87 კგ – გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
97 კგ – გიორგი მელია (სამტრედია)
130 კგ – ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

4 მარტს 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენების წინასწარი შეხვედრები გაიმართება, ამ წონების ჩემპიონ პრიზიორები კი 5 მარტს გამოვლინდებიან. ამავე დღეს დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის (60, 67, 72, 82, 97)ფინალური ბლოკის მონაწილეებიც გაირკვევიან, რომლებიც მედლებს ერთი დღის შემდეგ 6 მარტს გაითამაშებენ.