1952 წლის 21 დეკემბერს, სოფელ ქედიგორაში ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი დაიბადა. მისი სახელი დაკავშირებულია თბილისის „დინამოსა“ და ზოგადად, ქართული ფეხბურთის ოქროს ხანასთან.
გუცაევს გატანილი აქვს: საკავშირო ჩემპიონატებში – 47 გოლი, სსრკ კავშირის თასის გათამაშებაში -10 გოლი, საერთაშორისო შეხვედრებში – 18 გოლი, ევროპის საკლუბო ტურნირებში 34 გოლი.
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში მოიპოვა თასების მფლობელთა თასი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევაში, როდესაც თბილისის „დინამომ“ 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
გუცაევი წლების განმავლობაში წვრთნიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს სპორტის რაინდის წოდებები. არაერთხელ დასახელებულა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის.