20 წლის შემდეგ „ჩიკაგო ბულსმა“ გენერალური მენეჯერი გარ ფორმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა
გარ ფორმანი „ჩიკაგოში“ ორი დეკადის განმავლობაში მუშაობდა. „ბულსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გენერალურ მენეჯერს ემშვიდობება და გუნდში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.
ფორმანმა „ჩიკაგოში“ მუშაობა სკაუტის რანგში 1998 წელს დაიწყო. მას შემდეგ, მან ბევრი თანამდებობა გამოიცვალა და ბოლოს გენერალური მენეჯერის პოსტს იკავებდა.
ფორმანის გაშვების გადაწყვეტილება გუნდის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც „ჩიკაგოში“ „დენვერის“ აწ უკვე ყოფილი მენეჯერი არტურას კარნისოვასი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა.
ფორმანმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის „ჩიკაგოს“ მადლობა გადაუხადა.