ლაური მარკანენს „ჩიკაგო ბულსიდან“ წასვლა სურს
ლაური მარკანენს „ჩიკაგო ბულსიდან“ წასვლა სურს

„ჩიკაგო ბულსი“ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ არადამაჯერებლ კალათბურთს თამაშობს. გუნდი ვერ ახერხებს პლეიოფის საგზურის მოპოვებას და მუდმივად სატურნირო ცხრილის ბოლოში ასრულებს რეგულარულ სეზონს. გუნდში არეულობაა, ეს კი უკვე წლებია, რაც გულშემატკივარის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. როგორც ცნობილია, „ბულსში“ ამჯამად ახალ მმართველსაც კი ეძებენ. უცნობია ასევე, დარჩება თუ არა გუნდში ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჯიმ ნოილენი.

დაულაგებელი სიტუაციის გამო, რამდნეიმე კალათბურთელი, მათ შორის ფინელი ლაური მარკანენი, გუნდში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა და კოლექტივის შეცვლა სურს. ამ ფორმაციის „ჩიკაგოში“ მარკანენი ზაკ ლევინთან ერთად გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.