36 წლის წინ ნბა-ში მაიკლ ჯორდანის დებიუტი შედგა (ვიდეო)

1984 წლის 26 ოქტომბერს, 36 წლის წინ, NBA-ში მაიკლ ჯორდანის სადებიუტო მატჩი შედგა. „ჩიკაგო ბულსმა“ „ვაშინგტონ ვიზარდსი“ დამაჯერებელი ანგარიშით 109:93 დაამარცხა. ლეგენდარულ კალათბურთელს პირველი თამაშისთვის საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა. მან ცოტ-ცოტა ყველაფერი გააკეთა. 40 წუთში 16 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა, 4 დაფარება და 2 ჩაჭრა შეასრულა.

ჯორდანი 1984 წლის დრაფტზე „ჩიკაგომ“ მე-3 ნომრად აირჩია.

სადებიუტო სეზონში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა მატჩში საშუალოდ 28.2 ქულა, 6.5 მოხსნა, 5.9 შედეგიანი გადაცემა და 2.4 ჩაჭრა დააგროვა. თამაშიდან კი 51.5 პროცენტიანი სიზუსტით ისროდა. ამ შედეგით მან აჯობა ჰაკიმ ოლაჯოუნს (ჰიუსტონ როკეტსი) და NBA-ის წლის ახალბედის ტიტული მოიპოვა.

მან NBA-ში 15 სეზონი გაატარა, რა დროშიც 6 საჩემპიონო ბეჭდის მოგება მოახერხა (1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998).

2009 წელს მაიკლ ჯორდანი ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

დატოვე კომენტარი