სტივ კერმა „ჩიკაგო ბულსისთვის“ ყველაზე რთული მატჩი დაასახელა
სტივ კერმა „ჩიკაგო ბულსისთვის“ ყველაზე რთული მატჩი დაასახელა

მაიკლ ჯორდანსა და „ჩიკაგო ბულსზე“ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმ „უკანასკნელ ცეკვაში“ ბევრი საინტერესო და აქამდე უცნობი დეტალია ნაჩვენები.

1998 წელს, მანამ, სანამ ჩიკაგოელები ზედიზედ მეორედ ფინალურ სერიაში „იუტა ჯაზს“ შეხვდებოდნენ, მათ „ინდიანა პეისერსის“ ბარიერის დაძლევა მოუხდათ. „ბულსის“ ბევრი მოთამაშე მიიჩნევს, რომ სწორედ „ინდიანასთან“ გამართული სერია იყო მათ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მისია.

„ჩიკაგოს“ „პეისერსამდე“ სერიაში შვიდი შეხვედრა მხოლოდ ერთხელ, „ნიუ იორკ ნიქსთან“ ჰქონდა გამართული. „გოლდენ სტეიტის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და იმ დროის „ჩიკაგოს“ წევრი სტივ კერი „უკანასკნელ ცეკვაში“ აცხადებს, რომ „ინდიანასთან“ ჩატარებული მეშვიდე მატჩი მის კარიერაში „ყველაზე საშიში“ გამოდგა.