20 გასაოცარი სამეცნიერო ფაქტი, რომელთა შესახებ 2018 წლის დასაწყისში არაფერი ვიცოდით
20 გასაოცარი სამეცნიერო ფაქტი, რომელთა შესახებ 2018 წლის დასაწყისში არაფერი ვიცოდით

1. ავსტრალიაში შავ ძერებს აალებული ტოტები ნისკარტით გადააქვთ და ხანძარს განზრახ აჩენენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამის შესახებ უკვე დიდი ხანია იცის და ამ ფრინველებს „ცეცხლის დამტარებელ მტაცებლებს“ უწოდებს. 2018 წლის დასაწყისში მკვლევრებმა ეს ფენომენი პირველად აღწერეს მეცნიერულად.

 

2. წელს აღმოაჩინეს, რომ მიტოქონდრიული დნმ-ს გადაცემა მამის ხაზითაც არის შესაძლებელი.

 

3. მეცნიერებმა შეიმუშავეს გასაოცარი მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია საჰარის უდაბნოში გაწვიმება. თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა, შესაძლოა გამოვიმუშაოთ იმაზე ოთხჯერ მეტი ენერგია, ვიდრე დედამიწის მოსახლეობა ამჟამად იყენებს.

 

4. ვირუსები ციდან გამუდმებით გვაწვიმს. დედამიწის ატმოსფეროს ყველაზე ქვედა ფენის თავზე ყოველდღიურად ასობით მილიონი ვირუსი ილექება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.

 

5. შესაძლებელია ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც „ნეგატიური მასის“ მქონე ნაწილაკებს წარმოქმნის. ამ უცნაურ ნაწილაკებს პოლარიტონებს უწოდებენ და ისინი ნახევრად სინათლეა, ნახევრად მატერია.

 

6. ადამიანის იმუნურ სისტემაში არის მიკროორგანიზმი, რომლის შესახებ ადრე არაფერი ვიცოდით. ლიმფური კვანძების თავზე დალექილი ბრტყელი, თხელი სტრუქტურები როგორც ჩანს, ერთგვარი ბიოლოგიური შტაბ-ბინის როლს ასრულებს, სადაც ინფექციებზე კონტრშეტევები იგეგმება.

 

7. მეცნიერებმა უჯრედში არსებული ცილის ყველა მოლეკულა დაითვალეს. მათი რაოდენობა 42 მილიონი აღმოჩნდა.

 

8. პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა საოცარი გადაიღეს — როგორ იყენებს ბაქტერია საკუთარ საცეცებს, თავისი მკვდარი მეგობრების დნმ-ის ნაწილების ხელში ჩასაგდებად. ეს პროცესი ზუსტად ისეთივე საოცარია, როგორც გესმით.

 

9. არსებობს თევზის სახეობა, რომელსაც თვალების ქვეშ ნამდვილი ზამბარებიანი დანები აქვს.

 

10. ნეირომეცნიერებმა სამი ადამიანის ტვინი ერთმანეთთან დააკავშირეს, რის შედეგადაც, ისინი ერთმანეთის აზრებს კითხულობდნენ. ეს იყო მოწინავე ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც მოხალისე მონაწილეებმა ერთად ითამაშეს ტეტრისის მსგავსი თამაში.

 

11. ფრინველებს მაგნიტური ველების დანახვა შეუძლიათ. როგორ გადაადგილდებიან ისინი მთელი პლანეტის მასშტაბით ასე დიდ მანძილებზე? ახლა უკვე ვიცით, რომ ამის მიზეზი მათ თვალებში არსებული სპეციალური ცილაა.

 

12. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანტიდეპრსანტები შესაძლოა, სინამდვილეში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობას აძლიერებდნენ.

 

13. პაკისტანიდან კამჩატკის ნახევარკუნძულამდე შეგიძლიათ 32 186 კმ იცუროთ აბსოლუტურად სწორ ხაზზე, ხმელეთთან შეხების გარეშე.

 

14. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზღვის ციცქნა „მწერებს“ შეუძლიათ გამოიწვიონ ოკეანის უზარმაზარი, ძლიერი დინებები. ოკეანოგრაფიასი ეს მოსაზრება მანამდე ნამდვილ „ერეტიკოსობად“ ითვლებოდა.

 

15. მექსიკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს, რომელიც 347 კმ-ზე ივრცობა. მღვიმეთა ქსელი სავსეა მაიას ცივილიზაციის განძითა და მალავს მრავალ საიდუმლოს.

 

16. ადამიანის დნმ უფრო რთული სტრუქტურაა, ვიდრე უბრალოდ ორი სპირალი. წლის დასაწყისში მეცნიერებმა გამოავლინეს დნმ-ის სტრუქტურა, რომელიც მანამდე არასოდეს ჰქონდათ ნანახი.

 

17. დედამიწის ზედაპირქვეშ სიცოცხლის მასიური ბიოსფერო იმალება. ამ „ბნელი ბიოსფეროს“ მასშტაბი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე მეცნიერებს წარმოედგინათ.

 

18. ადამიანისა და ცხვრის ჰიბრიდის შექმნა უკვე შესაძლებელია. ცხვრის ემბრიონში გადანერგილი ადამიანის ღეროვანი უჯრედების შედეგად წარმოქმნილი ქიმიერები ერთ მშვენიერ დღესაც შესაძლოა, ფასდაუდებელი გახდეს ორგანოთა დონაციის სფეროში.

 

19. ბავშვის სქესის განსაზღვრაში X და Y ქრომოსომის გარდა როლს სხვა ფაქტორებიც თამაშობს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი გენეტიკური რეგულატორები, რომლებიც უზარმაზარ როლს თამაშობს, ბიჭი გაჩნდება თუ გოგო.

 

20. როგორც გაირკვა, ზარმაცებს იმდენად უცნაური მეტაბოლიზმი აქვთ, რომ მეცნიერებს ცხოველთა სამეფოში მსგავსი რამ ჯერ არსად უნახავთ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.