20-21 ივნისის საქმის პროკურორებმა სასამართლოს შენობა სათადარიგო კარით დატოვეს
20-21 ივნისის საქმის პროკურორებმა სასამართლოს შენობა სათადარიგო კარით დატოვეს

20-21 ივნისის საქმის პროკურორებმა წინასასამართლო სხდომის შემდეგ სასამართლოს შენობა მანდატურების დახმარებით სასამართლოს სათადარიგო კარით, კომენტარის გარეშე დატოვეს.

სხვა შემთხვევებში, პროკურორები ცენტრალური კარიდან სარგებლობენ, სადაც ამ წუთებში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული შვიდი პირის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდნენ, აქცია გაიმართა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას და სამართლიან სასამართლოს მოითხოვდნენ.

20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირის მიმართ, მოსამართლე ლევან გელოვანმა პატიმრობის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა. 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული შვიდი პირის წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობები, რომლითაც ისინი საქმის შეწყვეტას ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე არსებით განხილვაზე გადაიცა.