20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა 9 სექტემბერს დაიწყება
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა 9 სექტემბერს დაიწყება

20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული შვიდი პირის წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაკავებულების ადვოკატების ის შუამდგომლობები, რომლითაც ისინი საქმის შეწყვეტას ითხოვდნენ. მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, საქმე არსებით განხილვაზე გადაიცა.

„ჩვენ ჩხუბზე ვართ დაჭერილი. ვინც მოწოდებებს აკეთებდა პარლამენტში შეჭრაზე, სამაჯურები გაუკეთეთ და თავის ოჯახთან ერთად არის. ეს შერჩევითი სამართალია. თუ გამოვალ ციხიდან, მართლა კრიმინალად ვიქცევი. კიბეზე ვიდექი და წიხლები მირტყეს სპეცრაზმელებმა“, – განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ლევან ჯიქურმა.

მოსამართლე დაინტერესდა, თუ მიმართა მან პენიტენციურ სამსახურს სამედიცინო დახმარებისთვის. ბრალდებულის თქმით, ექიმები მას შეუსაბამო მედიკამენტებს აძლევენ.

შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა 9 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.