20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა

20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირის მიმართ, მოსამართლე ლევან გელოვანმა პატიმრობის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია – „სირცხვილია!“ შეძახილებით, დარბაზის ერთმა ნაწილმა სასამართლოს შენობა დატოვა. მანამდე ერთ-ერთმა დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხდება, მტრის ინტერესებშია.

„ამას უყურებს რუსეთი, ჩვენ გვსჯით გავრილოვის ღამის გამო და ეს მას უხარია. რატომ ხართ ასეთი კმაყოფილები? ოქროს თევზი დაიჭირეთ? ის ჯარი და პოლიცია აქციაზე რომ გყავდათ, გუგუტიანთკარში ჩააყენეთ“, – განაცხადა თამლიანმა.

შვიდი პირის მიმართ, ადვოკატები აღკვეთოს ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. მათ ბრალი ედებათ 20-21 ივნისის აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში.