საქართველოს თასის გათამაშება პირველად 2003 წელს გაიმართა. ფინალი რუსთავში ჩატარდა და ბათუმის „ბასკოს“ გამარჯვებით დასრულდა. ბათუმელებმა 19-წლიანი შესვენების შემდეგ მოახერხეს მიღწეულის გამეორება – 2022 წელს თასის ფინალში „ქუთაისი“ დაძაბულ ბრძოლაში 73:69 დაამარცხეს.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მესამე პერიოდი ზღვისპირელებმა 19:10 მოიგეს და მცირე უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში შეინარჩუნეს და ისტორიაში მეორედ დაეუფლნენ საქართველოს თასს.
ბათუმელთაგან ყველაზე სასარგებლო საქართველოს ნაკრების წევრი საბა ლობჯანიძე იყო, რომელმაც 17 ქულას 6 მოხსნა და 4 პასი მიამატა. 16 ქულით კილი რიდლი გამოირჩა.
ქუთაისში კი მაღალ დონეზე ითამაშა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრმა გიორგი კორსანტიამ. მის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 21 ქულა, 12 მოხსნა.