18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. გუნდი მორიგ შეკრებას 31 აგვისტოდან იწყებს და 4 სექტემბრამდე საქართველოში მოემზადება, ხოლო 5 სექტემბერს ბელგიაში გაემგზავრება და ტუბიცეში ბელგიელ თანატოლთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც ბელგიელებთან სათამაშოდ მოემზადებიან:

მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლაშა ტიტვინიძე (დილა);

მცველები: ირაკლი იაკობიძე, გიორგი შალიკაშვილი (ორივე – დინამო თბ), სანდრო ტეფნაძე (ჩიხურა), ნიკა ხეცურიანი (მერანი თბ), ზურაბ ლატარია (საბურთალო);

ნახევარმცველები: ლაშა კვარაცხელია, ლევან ოსიყმაშვილი, დავით ზურაბიანი, თორნიკე მორჩილაძე   (ყველა – დინამო თბ), საბა მამაცაშვილი, ნიკა ტალახაძე, დიმიტრი ფაჩულია (ყველა – საბურთალო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია);

თავდამსხმელები: გია აფხაზავა (დინამო ბთ), ნიკა კონიაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ომარაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია).

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ბელგიასთან შეხვედრებს ქალაქ ტუბიცეში 6 და 8 სექტემბერს გამართავს.