დამაჯერებელი გამარჯვება ესტონეთთან - 18-წლამდელები მეორედაც ითამაშებენ
დამაჯერებელი გამარჯვება ესტონეთთან - 18-წლამდელები მეორედაც ითამაშებენ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ამხანაგურ მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ შეხვედრაში უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა და ეს შედეგშიც აისახა. საქართველოს 18-წლამდე ნაკრებიდან გოლები გიორგი ომარაშვილმა (ორჯერ) და ზურაბ ერაძემ გაიტანეს.

გიორგი მიქაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, იაკობიძე, მამაცაშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ოსიყმაშვილი, ზურაბიანი, ოგბაიძე, ომარაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კონიაშვილი, შალიკაშვილი, მჭედლიშვილი, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ფაჩულია, ილურიძე.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ესტონეთს მეორედაც შეხვდება. ეს ამხანაგური მატჩი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 15 ოქტომბერს გაიმართება – ესტონეთთან შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.