17 წლის პაუ კუბარსი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
17 წლის პაუ კუბარსი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ დაასახელა შემადგენლობა უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის – 22 მარტს „უემბლიზე“ კოლუმბიასა და 26 მარტს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბრაზილიასთან.

პირველად გამოიძახეს ესპანეთის ნაკრებში „ბარსელონას“ ცენტრალური მცველი პაუ კუბარსი, რომელსაც სამშაბათს დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე და „ნაპოლისთან“ მატჩის MVP გახდა.

ასევე პირველი გამოძახება აქვს ეროვნულ გუნდში „ბილბაოს“ ცენტრალურ მცველს დანი ვივიანს.

მეკარეები – უნაი სიმონი (ბილბაო),დავიდ რაია (არსენალი, ინგლისი), რემირო (სოსიედადი);

მცველები –  დანი კარვახალი (რეალი), პედრო პორო (ტოტენჰემი, ინგლისი), ხესუს ნავასი (სევილია), რუბენ ლე ნორმანი (სოსიედადი), დანიელ ვივიანი (ბილბაო), ემერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი, გერმანია), ხოსე გაია (ვალენსია);

ნახევარმცველები – როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე – სოსიედადი), ფაბიან რუისი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ოიან სანსეტი (ბილბაო), ალექს ბაენა (ვილიარეალი);

ფორვარდები – ლამინ იამალი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), პაბლო სარაბია (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ხერარდ მორენო (ვილიარეალი), ხოსელუ (რეალი), ალვარო მორატა (ატლეტიკო).