17-წლამდელები უკრაინული ტურნირისთვის ემზადებიან
17-წლამდელები უკრაინული ტურნირისთვის ემზადებიან

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები  5 აგვისტოდან ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბება – შეკრებას იწყებს. ზვიად ჯელაძის გუნდი კიევში გასამართი ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირისთვის მზადებას შეუდგება.

საქართველო ამ ტურნირზე ბოლო წლებში ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა – 2016 და 2017 წლებში. ზვიად ჯელაძემ უკვე დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, კიევში კი 20 ფეხბურთელს წაიყვანს.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);

მცველები: ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი (სამივე – დინამო თბ), რატი მჭედლიშვილი, ზურაბ ლატარია (ორივე – საბურთალო), დავით ნუცუბიძე (ტორპედო), ნიკა არველაძე (დინამო კიევი, უკრაინა), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია);

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი, ბაკურ ჯინჯოლავა, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი მირზიკაშვილი, გიორგი სიჭინავა, გიორგი აბუაშვილი, თორნიკე მორჩილაძე (ყველა – დინამო თბ); ნიკა ტალახაძე, (საბურთალო), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია),

თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), ნიკა კონიაშვილი (დინამო თბ), ნიკა კაპანაძე (ნიუ-იორკ სიტი, აშშ).

ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირზე ჩვენი გუნდი „ა“ ჯგუფში ითამაშებს მასპინძელ უკრაინასთან, ლიეტუვასთან და სლოვაკეთთან ერთად. „ბ“ ჯგუფში განაწილდნენ ბელარუსი, თურქეთი, ისრაელი და ლატვია.

კალენდარი კი ასეთია:

15 აგვისტო: ლიეტუვა – საქართველო.
16 აგვისტო: საქართველო – სლოვაკეთი.
18 აგვისტო: საქართველო – უკრაინა

 

დატოვე კომენტარი