საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები 5 აგვისტოდან ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბება – შეკრებას იწყებს. ზვიად ჯელაძის გუნდი კიევში გასამართი ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირისთვის მზადებას შეუდგება.
საქართველო ამ ტურნირზე ბოლო წლებში ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა – 2016 და 2017 წლებში. ზვიად ჯელაძემ უკვე დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, კიევში კი 20 ფეხბურთელს წაიყვანს.
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);
მცველები: ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი (სამივე – დინამო თბ), რატი მჭედლიშვილი, ზურაბ ლატარია (ორივე – საბურთალო), დავით ნუცუბიძე (ტორპედო), ნიკა არველაძე (დინამო კიევი, უკრაინა), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია);
ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი, ბაკურ ჯინჯოლავა, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი მირზიკაშვილი, გიორგი სიჭინავა, გიორგი აბუაშვილი, თორნიკე მორჩილაძე (ყველა – დინამო თბ); ნიკა ტალახაძე, (საბურთალო), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია),
თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), ნიკა კონიაშვილი (დინამო თბ), ნიკა კაპანაძე (ნიუ-იორკ სიტი, აშშ).
ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირზე ჩვენი გუნდი „ა“ ჯგუფში ითამაშებს მასპინძელ უკრაინასთან, ლიეტუვასთან და სლოვაკეთთან ერთად. „ბ“ ჯგუფში განაწილდნენ ბელარუსი, თურქეთი, ისრაელი და ლატვია.
კალენდარი კი ასეთია:
15 აგვისტო: ლიეტუვა – საქართველო.
16 აგვისტო: საქართველო – სლოვაკეთი.
18 აგვისტო: საქართველო – უკრაინა