ზამთრის თასი 2020-ის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. დავით პეტრიაშვილის სახელობის ტურნირის გამარჯვებულებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს ჯილდოები გადასცეს
15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ექვსი გოლით ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიის მოთამაშე ნიკა ყველაშვილი გახდა – მას კუთვნილი ჯილდო ლეგენდარულმა ბერძენმა თავდამსხმელმა, ანგელოს ხარისტეასმა გადასცა.
15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც სფფ-ს რუსთავის აკადემიის ფეხბურთელმა, ლუკა ფრიდონშვილმა მიიღო, რომელიც ლეგენდარულმა ბერძენმა ფეხბურთელმა, გეორგიოს კარაგუნისმა დააჯილდოვა.