15 წლის კორი გაუფი WTA - ს ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია
15 წლის კორი გაუფი WTA - ს ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია

ლინცის ღია პირველობაზე, 15 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი კორი გაუფი ლატვიელ ალიონა ოსტაპენკოს ფინალში დაუპირისპირდა.

„თინეიჯერმა“ ჩოგბურთელმა მეტოქე სამ სეტში (3:6, 6:1, 2:6.) დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

„საოცარი კვირა იყო და იმედი მაქვს, რომ ამ ქალაქში მალე დავბრუნდები. აქ გატარებული დღეები მთელი ცხოვრება მემახსოვრება“ – განაცხადა რეკორდსმენმა ჩემპიონმა და ჩოგბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა კორი გაუფმა.