15-დან 23 აპრილის ჩათვლით ერევანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს - რეპორტაჟები საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
15-დან 23 აპრილის ჩათვლით ერევანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს - რეპორტაჟები საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

15 აპრილიდან ერევანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის წინასწარ განაცხადში 15 ქართველი ძალოსანია, მათგან ექვსი კი სარეზერვო სიაში მოხვდა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს ექვსგზის და ასევე ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, 29 წლის მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

55 კგ – რამინ შამილიშვილი.

61 კგ – შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე.

73 კგ – კახი ასანიძე.

96 კგ – ირაკლი გობეჯიშვილი.

102 კგ – ირაკლი ჩხეიძე.

109 კგ – გიორგი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე.

+109 კგ – ლაშა ტალახაძე

სარეზერვო განაცხადში არიან:

67 კგ – გოგა ჩხეიძე, გურამ გიორბელიძე.

+109 კგ – ბაქარ თურმანიძე.

49 კგ – მარიამ მაისურაძე.

81 კგ – ნათია გადელია.

+87 კგ – ანასტასია გოტფრიდი.

ევროპის ჩემპიონატზე პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

2022 წელს ტირანში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი:

16 აპრილი, კვირა

55 კგ – 15:10 რამინ შამილიშვილი.

61 კგ – 20:10 შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე.

18 აპრილი, სამშაბათი

73 კგ – 20:10 კახი ასანიძე.

21 აპრილი, პარსკევი

96 კგ – 20:10 ირაკლი გობეჯიშვილი.

22 აპრილი, შაბათი

102 კგ – 15:10 ირაკლი ჩხეიძე.

109 კგ – 17:40 გიორგი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე.

23 აპრილი, კვირა

+ 87 კგ – 13:40 ანასტასია გოტფრიდი

+109 კგ – 16:10 ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე.

16 აპრილიდან ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.