11 ათასი მეცნიერის მიმართვა - კლიმატის ცვლილებები პლანეტაზე სტიქიურ უბედურებებს გამოიწვევს
11 ათასი მეცნიერის მიმართვა - კლიმატის ცვლილებები პლანეტაზე სტიქიურ უბედურებებს გამოიწვევს

11 ათასი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებები გარდაუვალია და ეს დედამიწაზე უამრავ სტიქიურ უბედურებას გამოიწვევს. ამის შესახებ საუბარია, კლიმატური ცვლილების ანალიზის შესახებ ბოლო ანგარიშში, რომელიც ჟურნალ „ბიოსაიენსში“ დაიბეჭდა. მეცნიერების მტკიცებით, თუ კლიმატის ცვლილებების პოლიტიკა ძირეულად არ შეიცვლება, მაშინ „ადამიანებს აღუწერელი ტანჯვა ელოდებათ“.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პარიზის კლიმატური შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების მესამედი აღებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. მათვე შეფასებით, შეთანხმების მონაწილე 184 ქვეყნიდან ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გაფრქვევის შესამცირებლად რეალურ ნაბიჯებს მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კიდევ შვიდი სახელმწიფო დგამს.

პარიზის შეთანხმების მიზანი გლობალური დათბობის თავიდან აცილებაა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ დღეს არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება, მაშინ ტემპერატურამ დედამიწაზე შესაძლოა სამი გრადუსით მოიმატოს. ამას კი ცალკეულ რეგიონებში გაუსაძლისი გვალვა, სხვაგან კი მასშტაბური წყალდიდობა მოჰყვება. მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის მატების გამო სანაპიროს საიხლოვეს მდებარე დასახლებები დაიტბორება.

მეცნიერები მოუწოდებენ პარიზის შეთანხმების ხელმომწერებს, ქმედითი ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადადგან და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევა შეზღუდონ. ამასთან, გაამკაცრონ უკვე ხელმოწერილ დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებები.

მეცნიერები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეთანხმება შეასრულონ ჩინეთმა, ინდოეთმა, აშშ-მა და რუსეთმა.