გიორგი გვიმრაძე
გიორგი გვიმრაძე

ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი

2015 წლის ოქტომბრიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი.

2014 წლიდან მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონსულტანტად და სამეურვეო საბჭოს კონსულტანტად; 2009 წლიდან დღემდე სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის (ინსტიტუტის) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია;

2008 წელს დააფუძნა ანსამბლი „სახიობა“, არის ამავე ანსამბლის მომღერალ-შემსრულებელი; 2013-2014 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსულტანტი; 2009-2010 წლებში მუშაობდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსად; 2005-2009 წლებში იყო სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ ბელმენი;

2001-2003 წლებში სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2000-2002 წლებში – საქართველოს სტუდენტთა კავშირის დამფუძნებელი და თავმჯდომარე;

განათლება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრიატი და მაგისტრატურა (სადიპლომო ნაშრომი თემაზე: „საქართველოს ადგილი და როლი თანამედროვე გლობალიზაციის პროცესში”);

სამოქალაქო აქტივობა: არის ქართულ-რუსული, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის პროცესების მონაწილე.