ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში
ინაუგურაციიდან მეორე დღესვე, 15 მაისს, საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ბერლინში ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. არჩევნებში ყველაზე პროევროპული და ბრიუსელის ცალსახა ფავორიტი კანდიდატისგან გერმანიაში ამგვარი სწრაფი ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა. წინასაარჩევნო კამპანიისას მაკრონი ევროპულ გაერთიანებაში არსებული სხვადასხვაგვარი კრიზისების დასაძლევად კავშირის რეფორმაციის ინიციატივითაც გამოდიოდა. შესაბამისად, ევროპული პრობლემების გადასაჭრელად და ინტეგრაციული პროცესები დასაჩქარებლად … <a href="https://1tv.ge/jurnali-42-paraleli/yvela-statia/">Continued</a>