ტრიერი: ძველი იტალიური ფილმები, პაზოლინი. ანტონიონი რა თქმა უნდა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყებ ფილმების შემეცნებას. მე მზად ვიყავი ამ გერმანული პერიოდის დროს, ვერნერ ჰერცოგის და ვინ ვენდერსის დროს, მაგრამ ძალიან დავაგვიანე იმისთვის, რომ ახალი ფრანგული ტალღით აღვფრთოვანებულიყავი. თუმცა ძალიან საინტერესოა, ეს საკითხი თუ როდის ხარ ღია, მზად… არ მგონია რომ ძალიან დიდი დრო ჭირდება, ალბათ ხუთი წელი, დააახლოებით. შენ რას მეტყვი საყვარელ ფილმებზე პოლ?
ანდერსონი: პირველი რაც მახსენდება „ყბებია“.
ტრიერი: „ყბები!“ არასოდეს მინახავს.
ანდერსონი: „ყბები“ ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი იყო ჩემთვის. მამაჩემი ლოს ანჯელესში ტელევიზიაში მუშაობდა – გადაცემებს ახმოვანებდა, შესაბამისად ტექნიკური დეპარტამენტის ხალხს ყველას იცნობდა და როდესაც შესაძლებელი იყო სახლში ¾ ინჩიან ვიდეო მაგნიტოფონის ქონა, კასეტაზე ჩაიწერა „ოზის ჯადოქარი“, „მონტი პაიტონი და წმინდა გრაალი“ და არალეგალრად ჩაიწერა „ყბები“. ეს იყო ის სამი ფილმი, რომლის ყურაბეც შემეძლო დაუსრულებლად. მაგნიტოფონი ამ ოთახის ხელა იყო, ტანკს გავდა და კასეტებიც პიკაპებივით იყო. სახლში როდესაც ვბრუნდებოდი, ყოველდღე ვუყურებდი „ყბებს“, „მონტი პაიტონს“, „ოზის ჯადოქარს“. შემდეგ სხვა რაღაცეებიც მოხდა, მაგალითად როდესაც „მიაპობს ტალღებს“ ვნახე. და ეს საინტერესოა იმიტომ, რომ საკმარისად თვითდაჯერებული ვიყავი და არ მინდოდა რამე მომეპარა ფილმიდან. ვიგრძენი, თითქოს მქონდა სრული უფლება ამისა. თითქოს მისაღები იყო ასეთი გულახდილობა.
ტრიერი: თვლი, რომ „მიაპობს ტალღებს“ ამდენად გულახდილი ფილმია?
ანდერსონი: არ მითხრა არაფერი! არ მჭირდება ამის ცოდნა! არ მინდა! შშშშ!
ტრიერი: არა, კარგი მიზნებით შეიქმნა, მაგრამ გულახდილს არ დავარქმევდი. ჩემთვის ეს ისტორია ძალიან ჩახლართულია, რადგან ყველა წამოჭრილი თემა, როგორც ბეიდენ-პაუელი, ჩემს სახლში აკრძალული იყო. იკრძალებოდა ყველაფერი, რაც უგემოვნობად ითვლებოდა.
ანდერსონი: რა იყო შენს სახლში აკრძალული?
ტრიერი: ბეიდენ-პაუელი იყო აკრძალული. ეს იყო ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თუ ჯარისკაცები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ დისციპლინირებულნი, რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ ანალოგიურად ბავშვებიც? ეს მთელი ამბავი რელიგიაზე და სასწაულებზე და ბლა, ბლა, იყო თავისუფლების ბიძგი, რომ შემეძლო მსგავს თემებზე წერა. მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან ამერიკული ფილმი გამომივიდა. [იცინის] მაგრამ სულ ასეთები გამომდის.
ანდერსონი: ამიტომ მომეწონა. ლარს, დაამთავრე შემდეგი ფილმის წერა?
ტრიერი: კი, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დავწერე.
ანდერსონი: რამდენი დრო გჭირდება სცენარის დასამთავრებლად?
ტრიერი: სამი კვირა. შენ?
ანდერსონი: სამი წელი.
ტრიერი: ხო, მაგრამ მე უბრალოდ უკან არ ვიხედები. თუ გინდა რომ სცენარი წაიკითხო, წაგაკითხებ. თუ მსახიობები უნდა აარჩიო, ჯობს რომ წაიკითხო. იმიტომ, რომ შენ გიყვარს მსახიობები და მათთან უკეთესი ურთიოერთობა გაქვს, ვიდრე მე.
ანდერსონი: ვფიქრობ, რომ გულის სიღრმეში შენც გიყვარს მსახიობები.

 

 

 

1 2 3 4 5