ანდერსონი: რამდენიმე წელიწადში რაღაც განსხვავებულს იტყვი.
ტრიერი: დავუბრუნდები ისევ წეღანდელს – მომწონს ნიკოლის არაჰუმანური ბუნება. არ ვიცი არაჰუმანური თუ სწორი შესატყვისია. ვიცი, რომ ნეგატიურად ჟღერს, მაგრამ ამ შინაარსით არ ვგულისხმობ. ის გიგანტური ვარსკვლავია, რომელსაც დისციპლინა და საოცარი უნარები აქვს. ამ ზომის ვარსკვლავის აღება და ცოტათი გატეხვა ძალიან კარგი ქმედება იყო… მაგრამ მისი შესაძლებლობების, პროფესიონალიზმის, ნების, რომ იშრომოს, რაც ძალიან პოზიტიური მოცემულობებია, და ამ ყველაფრის ცოტათი გატეხვა პროდუქტის ხათრით, რაზეც თავადაც დიდი სიხარულით დამთანხმდა, კარგ შედეგებს იძლევა.
ანდერსონი: მას სურს, რომ გაიზარდოს.
ტრიერი: კი, რასაკვირველია, ძალიან, ძალიან მამაცია ამ მხრივ, როგორც კარგი მსახიობები არიან ხოლმე. შემდეგ კი მე გამიჩნდა იდეა, რომ სამი ფილმი გადამეღო, სამი ფილმი, რომლის სიუჟეტიც ამერიკაში განვითარდებოდა…
ანდერსონი: … ლარს, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ამერიკაში ჩამოგიყვანო?
ტრიერი: მთელ ევროპაში ატომური ბომბები ჩამოყარო. [იცინის]
ანდერსონი: კარგი, გამკეთებელი ვარ. ყველაფერს ვიზამ.
ტრიერი: მისმინე, მე ამერიკელი ვარ.
ანდერსონი: რა მხრივ ამბობ?
ტრიერი: უკვე იქ ვარ. ამერიკული ცხოვრების ნაწილი ვარ.
ანდერსონი: [იცინის] ხოო?
ტრიერი: ზუსტად ვიცი როგორია ამერიკული ცხოვრება. აქაურს გავს მეტ-ნაკლებად. მაგრამ ხომ იცი, ამერიკელები ევროპელები იყვნენ, ვინც ევროპიდან ამერიკაში წავიდა, ისინი ალბათ არიან… არა, ამას არ ვიტყვი…

ანდერსონი: თქვი! თქვი! მიდი.
ტრიერი: ვინც ამერიკაში წავიდა, დიდი გონებრივი შესაძლებლობებით ვერ უნდა ყოფილიყო გამორჩეული. [იცინიან] არა, მისმინე, გთხოვ წაშალე ეს. არა, მაგრამ ბევრი ისტორია არსებობს იმ ადამიანებისა, ვინც ამერიკელი გახდა იმიტომ, რომ შიმშილისგან კვდებოდა. ლიბერალურ საზოგადოებაში იქ მიდიხარ, სადაც არ იშიმშილებ – ესაა მთელი იდეა – მაგრამ უცნაური მიზეზების გამო, ხალხს აღარ აქვს დღეს ასე მოქცევის უფლება. კარგ იდეად აღარ ითლება იმ ქვეყანაში წასვლა, სადაც საჭმელი იშოვება. ამერიკა თავის საზღვრებს კეტავს, ხომ ასეა? ამერიკული იდეის დიდ ხარისხიანობას მე ასე ვხედავ: შეუშვან ყველა თავის მიწაზე. სკანდინავიურ ქვეყნებში ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, როდესაც არ უნდა მიხვიდე, გეკითხებიან, „გახდები დანიელი?“ შემდეგ პასუხობენ „დიახ, დიახ, რასაკვირველია“, მაგრამ ზურგს უკან ვიღაც ესვრის მათ, ხომ ასეა? ინტეგრირების უფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ენის სწავლა, წეს-ჩვეულებების ათვისება, რომ შენი ცხოველები მტკივნეული ხერხებით არ დაკლა, აი, ეს ყველაფერი. იმის თქმა, რომ შენ მხოლოდ შეგიძლია ჩვენი სტუმრობა თუ ენას ისწავლი თუ ამას გააკეთებ, იმას გააკეთებ… კარგი რა! ესაა სკანდინავიური მოდელი, რადგან მათ სურთ ისინი საზოგადოებაში ჩანერგონ, რათა შეძლონ…
ანდერსონი: …მათი აღზრდა.
ტრიერი: რასაკვირველია. და ეს ძალიან მედიდური მიდგომაა. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში არასოდეს ვყოფილვარ, მომწონს ჩაინათაუნის იდეა, ფანტასტიურია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ასე არაა მოწყობილი. თუმცა იდეის ნაწილს ვგრძნობ.
ანდერსონი: იცი ლარს, როდესაც „დოგვილი“ ვნახე, ამერიკის შესახებ მოყოლილი ისტორია არ დამინახავს. ეს უფრო იყო ნებისმიერი პატარა ქალაქი, ვიწრო ჭრილის მენტალობით, ამერიკა მხოლოდ დასასრულს დავინახე.
ტრიერი: აბსოლუტურად გეთანხმები. ერთადერთი, რაც ამერიკის შესახებ გავაკეთე, ან რაც უნდა დააკავშირო ამერიკასთან, ესაა თითქოს პოზიტიური განცდა, რომლის შექმნაც ვცადე, ისეთი, როგორიც სტეინბეკის ან მარკ ტვენის კითხვისას განმიცდია, შეგრძნება, ადგილმდებარეობა…
ანდერსონი: … მოიცადე, დაუჯერებელია, რადგან წინა წელს სტეინბეკით ვიყავი შეპყრობილი. ბევრს კითხულობ მის ნამუშევრებს?
ტრიერი: კი, ახალგაზრდობაში ვკითხულობდი.
