ტრიერი: ჩემთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როდესაც ჩემი გადაღებული პირველი ფილმი ანდრეი ტარკოვსკის ვაჩვენე და შეზიზღდა ისე არ მოეწონა. [იცინიან] ნამდვილი მძღნერიაო ასე მითხრა. „დანაშაულის ელემენტი“ ვუჩვენე. გეუბნები, შეზიზღდა.
ანდერსონი: როგორ იგრძენი თავი?
ტრიერი: გაზრდასავით იყო. მაგრამ პატივისცემა არ გექნებოდა მისდამი სხვა რამე რომ ეთქვა. ფილმების ყურების პრობლემა ისაა, რომ გყავს კარგი რეჟისორები, რომლებსაც ეთაყვანები, მაგრამ ყველა იცლება ნიჭისგან, ყველა. ან კვდებიან. ან ორივე.
ანდერსონი: ფილმები კარგად გამახსოვრდება? მე ვერასოდეს ვიმახსოვრებ ფილმებს კარგად, მაგრამ ის ფილმები მახსოვს, რომლებიც მიყვარს და რომლებიც რაიმეს ნიშნავს ჩემთვის. მახსოვს „მიაპობს ტალღებს“ რომ ვნახე, „ბუგის ღამეების“ დამონტაჟების შუა პროცესში ვიყავი, შაბათი საღამო იყო და მარტომ ვნახე ფილმი. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მართლა გაიხსნა ცა, მოულოდნელად მზემ გამოანათა, ისეთივე რუხ ფერზე, როგორიც თავად ფილმია. მაგრამ საერთოდ არ მახსოვს მისი დეტალები.
ტრიერი: ეს იმიტომ, რომ რაც მე და შენ მოგვწონს ფილმებში, ეს არ არის მთლიანობა. ჩვენ სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად ვუყურებთ ფილმებს და ამიტომ არ გვახსოვს მთლიანობაში კარგად. თუმცა ზოგი ფილმი, რომელიც პირველ ნახვაზე არ მომწონებია, ახლა გაცილებით მომწონს.
ანდერსონი: მაგალითად რომელი?
ტრიერი: „ბარი ლინდონი“ დღემდე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია. ძალიან უცნაური სურათია, მაგრამ მონუმენტური ნამუშევარია.
ანდერსონი: პირველად რომ ვნახე, ვიფიქრე, რომ ძალიან სერიოზული იყო, შემდეგ მეორედ ვნახე და ვიფიქრე, რომ ძალიან მხიარული იყო და ზუსტად ასევე ვიფიქრე „დოგვილზეც“, ხომ ხვდები, „კომედიაა ეს ოჯახქორი, შეშლილობაა!“, მაგრამ თითქოს უცნაური ურთიერთობასავით იყო, რომელიც ფილმთან დამყარდა, ისეთი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვერ უგებ.
ტრიერი: ნიკოლმა მომიყვა, კუბრიკმა მითხრა „ბარი ლინდონი“ საერთოდ არ მომწონსო. ძალიან გრძელიაო.


ანდერსონი: კუბრიკი თვლიდა, რომ ძალიან გრძელი იყო?
ტრიერი: ხო. კაგრი რა, გაიხსენე ბოლო სცენა, როდესაც ის ქალი თავის სახელს წერს ქაღალდზე და ეს დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდება. ის, რომ საკუთარი სახელი დაწეროს. ასე რომ თუ კუბრიკი თვლიდა, რომ ძალიან გრძელი ფილმი გადაიღო, მეც მოვახერხებ ერთი-ორი სცენის ამოჭრას.
ანდერსონი: დი, დი დი დი დი, დი დი დი, დი დი დი [ღიღინებს მუსიკას ”ბარი ლინდონიდან”]. შეხვედრიხარ ოდესმე კუბრიკს? იმიტომ გეკითხები, რომ მე შევხვედრივარ. მაშინ გავიცანი ნიკოლიც. თავიდან კუბრიკს არ მოვეწონე, სანამ არ მიხვდა, რომ თავად ვიყავი საკუთარი ფილმების სცენარისტი. ამის გამო შეიცვალა განწყობა და კეთილად მიმიღო. ისეთი მიდგომა ჰქონდა, რომ თითქოს თუ რეჟისორი ხარ გააჯვი აქედან, მაგრამ თუ სცენარისტი ხარ, მაშინ აჰჰჰ.
ტრიერი: კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ძალიან მიყვარს, არის „ირმებზე მონადირე“.
ანდერსონი: როდის ნახე? როდესაც გამოვიდა?
ტრიერი: ათჯერ მაქვს ნანახი.
ანდერსონი: მართლა? სხვები? სხვა რომელი ფილმები მოგწონს?

 

1 2 3 4 5