ღელეები

 

..

 

როგორც

თავსხმისას

წყალი ეძებს ჩაღრმავებებს

და ღელეები არსაიდან იბადებიან,

ისე ხარ ჩემთვის.

 

პერიოდულად ჩამოსკდები,

ცას და ვარსკვლავებს

ჩამოიყოლებ,

მე კი ტბორივით ვდგავარ შუაში

და ყველა მხრიდან შენ მიერთდები.

 

მაგრამ მალევე გადაივლი…

მტკივნეულია იმის ყურება,

როგორ შრები კალაპოტებში.

 

მერე, თანდათან,

კალაპოტებიც მკრთალდებიან,

და მათ ადგილს

ისევ იკავებს

გამჭვირვალე სიცარიელე.

 

 

 

 

1 2 3 4