ნ. გ.: მაესტრო, თქვენი ბრწყინვალე მიღწევებით, იმით, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი და ხელოვანი ხართ, ცხადია, ვახტანგ კორიშელი ძალიან იამაყებდა. მაგრამ არანაკლებ ბედნიერი იქნებოდა იმ მადლიერების განცდით, რომელსაც მის მიმართ ავლენთ. თავად ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს შეხვედრიხართ და ასეთებთან ყოველდღიური ურთიერთობა გაკავშირებთ. საინტერესოა, ხშირად ხედავთ კი მათ შორის მადლიერ ადამიანებს?

კენტ ნაგანო: მუსიკალურ ხელოვნებას ადამიანი ეზიარება ადამიანისგან, უმცროსი თაობა მისი წინამორბედისგან, საკუთარ გამოცდილებას პედაგოგი გადასცემს თავის მოსწავლეს. სხვაგვარად შეუძლებელია. ვისაც მუსიკის შესწავლა უნდა, წარმოუდგენელია, ეს პედაგოგის გარეშე მოახერხოს. მასწავლებლის მნიშვნელობის გადაჭარბება შეუძლებელია. ვახტანგ კორიშელი არ ყოფილა შემსრულებელი, ის მოწოდებით პედაგოგი გახლდათ. მისი მიზანი იყო, მოწაფეებისთვის მუსიკა შეეყვარებინა და ამით ჩვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი, მდიდარი და ბედნიერი გაეხადა. თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, რომ ცხოვრებამ ასეთ პედაგოგს შემახვედრა და მე ამის მადლიერი ვარ, რადგან  ვფიქრობ, რომ მუსიკალური ტალანტი მადლიერების უნარსაც მოიცავს.

1 2 3 4