ზამთრისშორისი

მთელი ზამთარი ავად ვიყავი.
სითეთრე მჭირდა.
სულ აღარ ვჩანდი.
არც მადა მქონდა.
ამინდი მინის ჯამში
სიჩუმეს მიხარშავდა
და მეც, ბალიშზე თავმიდებული,
უიმედოდ ვიღეჭებოდი.

კარი ჭრიალით იღებოდა და
იხურებოდა.
ქარს მიჰყვებოდნენ და
მოჰყვებოდნენ მნახველებიც…
და ერთ დღესაც, თებერვალმა,
ნაკიანმა რომ მომაკითხა,
თან სურწყუნისის გულუბრყვილობით
თოვლი და ჭყაპი რომ მომიკითხა,
იმ მოსაკითხს მოჰყვა მირკანიც.
მარტმაც თავისი მითხრა სათქმელი
და აპრილმა, ნალბანდიანმა,
თვალწინ ამინდი რომ ამითქორა,
ერთბაშად ავყვავდი.
ავდექი და ყელი მოვიღერე…
და ისე, თითქოს არაფერი,
თანაც ყველაფერი,
ყველა შიში და მორიდება,
ნარჩენები ავადმყოფობის,
გაზაფხულის პირველ წყალდიდობას გავატანე.

თავი სიმღერებით გარეთ გავიტანე…
ნარჩიტები და ჩიტბატონები,
საქალბატონე ყოჩივარდები,
ყველგან ფერადი სიზმრები იყვნენ.
მეც წითლად მიღუოდა ლოყები…
ზამთრისპირს კი
თეთრად დამხვდა მთელი ცხადი გადაპენტილი.
უცნაურად ბუტბუტებდნენ
სოფლის ქალები.
ნასიზმრალ ბუჩქზე შეებათ
ჩემი სიცხიანი სიყვარული…

გადამილოცეს ალისფერი „ბატონები”.

 

 

1 2 3 4 5 6