მაგდა ბებიაშვილი
მაგდა ბებიაშვილი
მაგდა ბებიაშვილი დაიბადა 1971 წლის 28 დეკემბერს ქ. ჭიათურაში. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა). 2000 წელს, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა გერმანიაში, ქ. ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტში გერმანისტიკისა და ისტორიის ფაკულტეტებზე. ლექსებს წერს სტუდენტობის პერიოდიდან. არის ლიტერატურული კონკურსების – “ხვარამზე 2015” (მესამე ადგილი), “ემიგრანტის წერილი 2014” – (მეორე ადგილი)...

მაგდა ბებიაშვილი დაიბადა 1971 წლის 28 დეკემბერს ქ. ჭიათურაში. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა). 2000 წელს, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა გერმანიაში, ქ. ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტში გერმანისტიკისა და ისტორიის ფაკულტეტებზე.

ლექსებს წერს სტუდენტობის პერიოდიდან. არის ლიტერატურული კონკურსების – “ხვარამზე 2015” (მესამე ადგილი), “ემიგრანტის წერილი 2014” – (მეორე ადგილი) პრიზიორი. მისი ლექსები შესულია “ემიგრანტის წერილი 2016”- ის ლიტერატურულ ანთოლოგიაში. ამჟამად ცხოვრობს ქ. ფრაიბურგში. ჰყავს მეულე და ორი ვაჟი.

მეტი მაჩვენე ნაკლები