ადრეული გაზაფხულის ჩრდილო-დასავლეთის ცივი ქარის ჰაიკაი

                                                                      მარიამ შერგელაშვილს

 

 

თვითმფრინავი

პომადა

 

მზე ღამურა

კვერცხი

მზე

 

ფეხსაცმელი

სარკე

 

ნავი სავარცხელი ხე მთვარე

ღორი ყვავილი

დანა მდინარე თინათინი

 

იხვის სამყარო

მისი ვაშლი იხვი

***

რუსუდანი ბურთს თამაშობს.

რუსუდანი თამაშობს.

მეცხვარე სალამურს უკრავს.

 

***

სავსე მთვარე დასცქერის სოფელს.

ცხვარი თეთრად შეფენილა.

დილის ნამი მარგალიტივით ეფინება

(დილის ნამი მარგალიტივით ეფინება ფოთლებს).

 

***

მოუსვენარი ზუზუნა ქარების ადგილი წყნარმა ნიავმა დაიჭირა.

ტანწერწეტა მანდილოსანს მუდამ მწვანე კაბა მოსავს.

 

მამა მუშაობს

მხატვარი ხატავს

ღერძი მოძრაობს

 

 

1 2 3 4