დავით ჩიხლაძე
დავით ჩიხლაძე
დაიბადა 1962 წელს თბილისში. ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში  მისი ლექსები და კრიტიკული სტატიები 1981 წლიდან ქვეყნდება. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „8 ჰაიკუ“ (1992), Poems – Archae Journal Leaflet (1992, აშშ, ინგლისურ ენაზე), “მოხეტიალე წვეთები“ (2001), “დეკემბრის ღამეები“ (2008), “Книга реальности” (2004, რუსულ ენაზე), Three Green Tea (2004, აშშ, ინგლისურ ენაზე), Sanzona Girls (2014, აშშ, ინგლისურ ენაზე), ასევე რომანი “Feminine/Feminine” (2007). თარგმნილი აქვს მრავალი ამერიკელი პოეტისა და თეორეტიკოსის ნაწარმოები. 1989 წელს თბილისში და...

დაიბადა 1962 წელს თბილისში. ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში  მისი ლექსები და კრიტიკული სტატიები 1981 წლიდან ქვეყნდება. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „8 ჰაიკუ“ (1992), Poems – Archae Journal Leaflet (1992, აშშ, ინგლისურ ენაზე), მოხეტიალე წვეთები (2001), დეკემბრის ღამეები (2008), “Книга реальности” (2004, რუსულ ენაზე), Three Green Tea (2004, აშშ, ინგლისურ ენაზე), Sanzona Girls (2014, აშშ, ინგლისურ ენაზე), ასევე რომანი “Feminine/Feminine” (2007). თარგმნილი აქვს მრავალი ამერიკელი პოეტისა და თეორეტიკოსის ნაწარმოები.

1989 წელს თბილისში დაარსა პირველი დამოუკიდებელი გალერეა “ალტერნატიული ხელოვნების გალერეა“, რომლის შესახებაც ვრცელი მიმოხილვა გამოქვეყნდა იმავე წელს ამერიკაში (Kim Levin, Connoisseur, 1989). 1994 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრს. 2002-2004 წლებში თანამშრომლობდა დღეს უკვე კარგად ცნობილ ნიუ-იორკის თეატრთან Repetti Chocolate Factory მისი ფორმირების საწყის ეტაპზე. 2002 წელს მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალში American Living Room ნიუ-იორკში. 2006 წელს ნიუ-იორკის სითი უნივერსიტეტში (City University of New York) ინგლისურ და რუსულ ენაზე წარმოადგინა პროცესუალური ლექსების დაწერის ელექტრონული ლექსიკონის მეთოდი და ამ მეთოდით იქვე შექმნილი ორი ლექსი “მავზოლეუმი“ და „ორგაზმი“.

მეტი მაჩვენე ნაკლები